Belive

დრეიმონდ გრინი, დუეინ უეიდი და თორნიკე შენგელია გოგა ბითაძეს ამხნევებენ

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო სადაც ასახულია NBA დრაფტის პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტთა მთელი ყურადღება ზაიონ უილიამსონს დაეთმო რომელიც დრაფტზე პირველ პიკადაა წარდგენილი, გოგა ბითაძე კი მარტო, უყურადღებოდ ზის. ფოტოს კალათბურთის არაერთი ექსპერტი გამოეხმაურა და გოგა გაამხნევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფოტოზე კომენტარი თვით დრეიმონდ გრინმა, დუეინ უეიდმა და თორნიკე შენგელიამ დაწერეს. დრეიმონდ გრინი - "ეს ფოტო გოგამ ჩარჩოში უნდა ჩასვას და ყოველდღე შეხედოს მას, რათა ყველა გაანადგუროს პარკეტზე" დუეინ უეიდი - "გამოიყენე ეს ფოტო მოტივაციისთვის საწვავივით" თორნიკე შენგელია - "ყველამ დაიმახსოვრეთ ეს, მე ვიცი ის პირველი იქნება"  
 

სხვა სტატიები