Belive

დრეიმონდ გრინის და პატარა ტეიტუმის სახალისო კადრები

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ბოსტონისა" და "გოლდენ სტეიტის" დაპირისპირება შედგა.

გასული სეზონის ფინალისტების "რემატჩმა" გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა - ბოსტონში, "TD Garden"-ზე გამართული მატჩის ძირითადი დროის ფრედ (106:106) დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. საბოლოოდ, "ბოსტონმა" 121:118 გაიმარჯვა.

"ბოსტონ სელტიქსის" გამარჯვებაში გუნდის ლიდერმა - ჯეისონ ტეიტუმმა ლომის წილი დაიდო. ტეიტუმმა პარკეტზე გატარებულ 48:07 წუთში 34 ქულის, 19 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "გოლდენ სტეიტის" მაისურით გამორჩეული მატჩი ჩაატარა დრეიმონდ გრინმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა (11 ქულა, 13 მოხსნა, 9 ასისტი).

მატჩის დასრულების შემდეგ, ჯეისონ ტეიტუმი ინტერვიუს აძლევდა, მისი შვილი დიუსი კი მის გვერდით იდგა. მოულოდნელად, პატარა ტეიტუმს დრეიმონდ გრინი მიეპარა და მასთან თამაში დაიწყო. დრეიმონდ გრინისა და დიუს ტეიტუმის სახალისო ვიდეოს სოციალურ ქსელებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

სხვა სტატიები