Belive

დრეიმონდ გრინის ძალიან ამბიციური განცხადება სერიაში მეორე მარცხის შემდეგ!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის ფინალების სერიაში ოთხშაბათს გამართულ მესამე მატჩში "გოლდენ სტეიტი" "ტორონტოსთან", ანგარიშით, 123-109 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი, ოკლენდელების თავდამსხმელმა, დრეიმონდ გრინმა გააკეთა. "დრეიმ" ტრავმირებულ თანაგუნდელებსა და ზედიზედ მესამე ჩემპიონობაზე ისაუბრა. "არავის აინტერესებს, რომ ბიჭები ტრავმირებულები არიან, ყველას უნდა რომ ჩვენ დავმარცხდეთ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ  ხალხი გახარებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, მოვიგოთ შემდეგი თამაში, ჩავიდეთ ტორონტოში, მოვიგოთ მეხუთე მატჩი, ისევ დავბრუნდეთ "ორაკლ არენაზე" მოვიგოთ მეექვსე მატჩი და შემდეგ აღვნიშნოთ. წინ გართობის დროა". <

შემდეგი მატჩი ისევ ოკლენდში, შაბათს, თბილისის დროით 05:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები