Belive

დუდა სანაძე 17 ქულით საუკეთესოა!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ლეგიონერის კლუბმა სტუმრად ბარეირენსე 89:80 დაამარცხა, დუდა კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:51 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ დუდა სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. ოლივეირენშე პორტუგალიურ ლიგაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ პორტოს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, მადეირასთან ჩაატარებს. წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები