Belive

დუდა სანაძის დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დუდა სანაძის ბრწყივალე დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი “რადომ როსასთან” გააფორმა და დღეს პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. “რადომი” სტუმრად ” ლიუბინის “სტარტს” შეხვდა და 91:109 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერი კი 21 ქულით თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. დუდა სანაძემ მოედანზე 27:24 წუთი გაატარა.  დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

სხვა სტატიები