Belive

დურანტმა ბრუკლინს გათავისუფლება სთხოვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ბრუკლინ ნეტსის" რიგებში სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის საწყის 14 შეხვედრაში, "ნეტსმა" 9 მატჩი დათმო და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა.

კაირი ირვინგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და სკანდალი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც "ბრუკლინმა" სტივ ნეში გაათავისუფლა და ახლა გუნდიდან წასვლას კევინ დურანტი ითხოვს.

დურანტმა "ბრუკლინის" მესვეურებს გუნდიდან გათავისუფლების თხოვნით ოფიციალურად მიმართა და Bleacher Report-თან საუბარში მიზეზიც განმარტა.

"ზაფხულში ჩემი პრეტენზიების შესახებ მკაფიოდ ვისაუბრე. პრობლემები არა მხოლოდ მე - არამედ გუნდს ეხებოდა. შეხედეთ ჩვენს სასტარტო ხუთეულს: ედმონდ სამნერი, როის ო'ნილი, ჯო ჰარისი, კლაქსტონი და მე. არავის მიმართ ვიჩენ უპატივცემულობას, მაგრამ ამ გუნდისგან რას ელით? თქვენი ითხოვთ მოგებას, რადგან მე ამ გუნდში ვარ. თქვენ მხოლოდ ამას ფიქრობთ და გჯერათ, რომ რადგან აქ ვარ "ბრუკლინიც" კარგად ითამაშებს".

სხვა სტატიები