Belive

დურანტს ევროპაში თამაში სურს  

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს ორი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელმა კევინ დურანტმა უცნაური კომენტარი გააკეთა. "ბრუკლინ ნეთსის" კალათბურთელის თქმით, მას კარიერის დასრულება ევროპაში, კერძოდ კი "ბარსელონაში" სურს. "მინდა, რომ კარიერის ბოლო სეზონში ევროპაში ვითამაშო. "ბარსელონას" წევრი დიდი სიამოვნებით გავხდებოდი. მიმაჩნია, რომ ევროლიგა გასაოცარი ჩემპიონატია, მსოფლიოში ის მეორე ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ტურნირია.  ამჟამად ეს ჩემთვის მხოლოდ ოცნებაა. არ ვიცი, რამდენად რეალურია ამ მიზნის მიღწევა, მაგრამ ევროპული გამოცდილების მიღებით ბედნიერი ვიქნები",-თქვა 2014 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის MVP-იმ. დურანტი 2016-19 წლებში "გოლდენ სტეიტში" თამაშობდა და ყველა სეზონში სუპერფინალში ითამაშა, აქედან ორჯერ ის ჩემპიონის ტიტულს და საუკეთესო მოთამაშის წოდებას დაეუფლა. ტრავმის გამო, დურანტმა წინა სეზონის ბოლო მონაკვეთი გამოტოვა და დიდი ალბათობით უახლოესი რამდენიმე თვე პარკეტზე გასვლას კვლავ ვერ შეძლებს. 31 წლის კალათბურთელი გასულ ზაფხულს "ბრუკლინ ნეთსში" ჩაირიცხა.

სხვა სტატიები