Belive

ძველი ჰიმნის ჩართვის გამო, ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ ბოდიში მოიხადა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს უმასპინძლა და 65:79 დამარცხდა. მატჩის წინ, დარბაზში საქართველოს ძველი ჰიმნი გაისმა, რასაც ჩვენი ნაკრების წევრებისგან პროტესტიც მოჰყვა. რამდენიმე წუთის წინ, ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და საქართველოს ბოდიში მოუხადა:
"ძვირფასო ქართველებო, ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია გულწრფელ ბოდიშს გიხდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩის წინ საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ვიღებთ მტკიცე ვალდებულებას, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. ამ სამწუხარო შემთხვევამ მოგვცა მწარე გამოცდილება, რომლის შემდეგაც გადავდგამთ სასწრაფო და კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები."

სხვა სტატიები