Belive

ენდრიუ უიგინსი ვაქცინაციის წინააღმდეგია | გაუშვებს თუ არა მას გუნდიდან გოლდენ სტეიტი?

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" კალათბურთელი ენდრიუ უიგინსი ვაქცინაციის წინააღმდეგია, რაც მის სრულფასოვან კარიერულ სეზონს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქმე იმაშია, რომ უიგინსი რელიგიური მოტივით ვაქცინაციის პროცესის არიდებას ცდილობს, თუმცა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ეს გამონაკლისი არ დაუშვეს. სან ფრანცისკოს ადგილობრივმა ხელისუფლების განკარგულებით კომპანიები ვალდებულნი არიან აუცრელი თანამშრომლები ადგილზე არ დაუშვან, რაც იმას გულისხმობს, რომ უიგინსს მხოლოდ გასვლით მატჩებში შეეძლება მონაწილეობას მიღება, რაც ერთმნიშვნელოვნად ზრდის იმის შანსებს, რომ გუნდმა კალათბურთელი გაასხვისოს, ან ანაზღაურება გაუნახევროს. ამერიკული მედიაზე დაყრდნობით ენდრიუ უიგინსის გუნდიდან გაშვების ან არსებული პრობლემის გადაჭრის საკითხი "გოლდენ სტეიტის" დღის წესრიგში უკვე დაყენებულია. უიგინსის გადაწყვეტილებას ქომაგებისა და ცნობილი კალათბურთელების მხრიდან საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა, კალათბურთელს ყველა აკრიტიკებს, რადგან რეგულაციების ჩარჩოებიდან გასვლას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ოქროს ქალაქელები პირველ შეხვედრას NBA-ის პრესეზონზე 5 ოქტომბერს, "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართავენ.  

სხვა სტატიები