Belive

ენტონი დევისი არჩევანს 5 გუნდს შორის აკეთებს

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
25 წლის ამერიკელი კალათბურთელი, ენტონი დევისი დიდი არჩევანის წინაშე დგას. ამჟამად იგი "ნიუ-ორლეანსის" კალათბურთელია, სადაც წელიწადში 25.4 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებს. დევისს თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხმები იმის შესახებ, რომ იგი ახალ გუნდში გადადის უფრო და უფრო იმატებს.  "ბოსტონ სელტიკსი", "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი", "ნიუ-იორკ ნიქსი", "ფილადელფია სიქსერსი" ან დარჩენა "ნიუ-ორლეანს პელიკანსში" - სწორედ ეს არის ის არჩევანი, რის წინაშეც ენტონი დევისი დგას. დევისის ტრანსფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იასპარეზებს "ნიუ-ორლეანსი" ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონიდან. ორი გუნდი, რომელიც ენტონი დევისისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს - "ლეიკერსი" და "ბოსტონია".  

სხვა სტატიები