Belive

ენტონი დევისის მომავალი კლუბის ვინაობა ცნობილია?!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ნიუ ორლეან პელიკანსის" ლიდერმა, ენტონი დევისმა - "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" და "ბოსტონ სელტიკსის" ბოსებს მკაფიო მინიშნება გაუკეთა. NBA-ს სუპერვარსკვლავი, დიდი ალბათობით ლებრონ ჯეიმსის თანაგუნდელი გახდება. აგენტ, ტედ ფლუჩერთან განშორების შემდეგ, ენტონი დევისმა "პელიკანსის" დატოვების თაობაზე თამამი მინიშნება გააკეთა. არაერთი მიმომხილველის მტკიცებით, "პელიკანსის" ცენტრი კონტრაქტის განახლებაზე უარს განაცხადებს. რაჯონ რონდოსა და დემარკუს კაზინსის გაშვების შემდეგ, დევისი "პელიკანსში" საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, დევისს კიდევ 2 წელი აკავშირებს "პელიკანსთან". იმ შემთხვევაში თუ "პელიკანსი" დევისის შენარჩუნებას გადაწყვეტს, მას გახანგრძლივებული კონტრაქტი და კოლოსალური ანაზღაურება უნდა შესთავაზოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "პელიკანსის" ბოსებმა, დევისს $230 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმონ. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ, ნიუ ორლეანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ამოუწევთ დევისის გაშვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალ წელს, დევისის ტრეიდზე დაყენება "პელიკანსისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

სხვა სტატიები