Belive

ენტონი დევისმა 146 მილიონზე უარი თქვა 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ენტონი დევისმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა. კლუბმა ფორვარდს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რა დროშიც მას 146 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. კალათბურთელის წარმომადგენლებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან 26 წლის მოთამაშეს ზაფხულში თავისუფალ აგენტად გახდომა სურს, რაც მას გაცილებით უკეთეს პერსპექტივებს შეუქმნის. 2020 წლის ზაფხულში დევისს 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება, ანაზღაურება კი 200 მილიონს აღემატება. დევისი "ლეიკერსში" მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადაბარგდა და ლებრონ ჯეიმსთან ერთად დასავლეთ კონფერენციის მოწინავე გუნდის ლიდერი გახდა. ის საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.7 ქულას, 9.5 მოხსნას და 3.2 შედეგიან გადაცემას აგროვებს. იგი რეგულარული გათამაშების MVP-ს ერთ-ერთი კანდიდატია.

სხვა სტატიები