Belive

ექსკლუზიური ინტერვიუ მანუჩარ მარკოიშვილთან!

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
Live.ge-მ  ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და "პალაკანესტრო რეჯინას" კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილთან. გამარჯობა მანუჩარ, რა სიახლეებია საკლუბო კარიერაში? - ამ ეტაპზე არანაირი შემოთავაზება არ მაქვს კლუბებისგან, რადგან ჯერ რეაბილიტაციის კურსი არ დამიმთავრებია და იმედი მაქვს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოვიშუშებ ტრამვას და მზად ვიქნები კლუბებთან სალაპარაკოდ. თუ არის ცნობილი, დაახლოებით როდის დაუბრუნდებით პარკეტს? - ზუსტი დრო არ ვიცი, თუმცა უკეთ ვარ და რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიდის. როგორ შეაფასებდით საბერძნეთთან ბოლო წამზე მარცხს? - საბერძნეთთან ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა საქართველოს ნაკრებმა და ძალიან დასანანი წაგება იყო. დაღლილობა დაეტყო გუნდს, რითიც ისარგებლეს სტუმრებმა და  გადამწყვეტ მომენტში და უბრალოთ არ გვაპატიეს. როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე? - ჩემი აზრით, ზუროსმა მაქსიმალურად გამოიყენა გუნდის და თითოეული მოთამაშის შესაძლებლობა. თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი გააკეთა მიზნის მისაღწევად და არ შეიძლება მათ ეს არ დავუფასოთ. გუნდი სამწუხაროდ სრული შემადგენლობით ვერც ერთ თამაშზე ვერ იყო და ალბათ ეს შედეგზეც აისახა. როგორ ხედავთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მომავალს? - მომავალი ნამდვილად უკეთესი გვექნება. არიან ახალგაზრდა მოთამაშეები ვის გარშემოც შეიძლება ახალი ბირთვის შექმნა და ახალგაზრდული ენერგიით განვითარება.   Live.ge მანუჩარ მარკოიშვილს წარმატებას და გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სხვა სტატიები