Belive

ერთადერთი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში - ლებრონის მორიგი რეკორდი

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

2022 წლის 14 მარტს, გამთენიისას, ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელსაც კარიერაში 30 000+ ქულა, 10 000 + მოხსნა და 10 000 + შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. "ფინიქსთან" მატჩის მიმდინარეობისას, ლებრონ ჯეიმსმა შედეგიანი გადაცემა კარმელო ენტონის გაუკეთა, რომელმაც 3 ქულიანი ჩააგდო. ამ შედეგიანი გადაცემით, ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 10 ათასი შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.

ლებრონი NBA-ს ისტორიაში მეშვიდე მოთამაშეა, რომელმაც 10 000 + შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო. ასევე "მეფე" არის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც 35 000+ ქულის ჩაგდება შეძლო.

სხვა სტატიები