NBA-ს ლეგენდამ და ამჟამად საკალათბურთო ექსპერტმა, შაკილ ო'ნილმა გადაწყვიტა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდის, კავაილეონარდისთვის ეპასუხა. ამ უკანასკნელმა, მატჩის მიმდინარეობისას, ხელში ერთბაშად ორი წყლის ბოთლი დაიკავა, რაც სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარულმა ცენტრმა TNT-ის ეთერში ყოფნისას, ერთ ხელში 4 წყლის ბოთლი დაიკავა, ორი მათგანი კი ერთ ჯერზე დალია.
4 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელის ამ ქმედებამ შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია მიიღოს და მას კავაის გამოწვევა ეწოდოს.