Belive

ესპანეთი ევრობასკეტის 1/2 ფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს ევრობასკეტზე პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და ფინეთი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ჩრდილოელების დიდი უპირატესობით დაიწო. მათ პირველი მეოთხედი 19:30 მოიგეს. ფინელებმა პერიმეტრიდან ბევრი ქულა აიღეს და კომფორტული უპირატესობაც მოიპოვეს. საწყის და მეორე მეოთხედის პირველ ნაწილში ესპანეთი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ სკარიოლოს შეგირდებმა მალევე დაიწყეს იმ უპირატესობის აღმოფხვრა, რაც ფინელებს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა მოწინააღმდეგესთან მხოლოდ პირველი მეოთხედი დათმო.

საბოლოო ჯამში პირენეელებმა შეხვედრა 100:90 მოიგეს და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

ესპანელთა მხრიდან საუკეთესო ვილი ერნანგომესი იყო, რომელმაც პარკეტზე 24 წუთი გაატარა და 27 ქულა მოუტანა გუნდს. რაც შეეხება ფინეთს, ტრადიციულად მათი მხრიდან საუკეთესო ლაური მარკანენი იყო, რომელმაც 28 ქულა მოაგროვა.

დღეს კიდევ ერთი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც გერმანია საბერძნეთს შეხვედბა. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები