Belive

ესპანეთის ჩემპიონატი დაიწყო - ქართველი კალათბურთელები პირველ შეხვედრებს მართავენ

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
25 სექტემბერს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო. პირველი ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ბილბაოს" მასპინძლობდა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 14-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 67:81 დასრულდა. გიორგი შერმადინმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, მან 23 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა 100%-იანი შედეგი დააფიქსირა, მან 10-დან 10 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" "უნიკახას" წინააღმდეგ 28 სექტემბერს გამართავს.   26 სექტემბერს ასევე ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" იწყებს ახალ სეზონს. ბექას გუნდი "ბასკეტ სარაგოსას" უმასპინძლებს. 27 სექტემბერს კი თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის გუნდი - "ბასკონიაც" ერთვება ესპანურ ასპარეზზე. "ბასკონია" "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში იასპარეზებს.

სხვა სტატიები