Belive

ესპანეთის ჩემპიონატში ათწლეულის კალათბურთელს ირჩევენ

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენას იწყებს. 16 კანდიდანტს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "ბასკონიას" ყოფილი წევრი, თორნიკე შენგელია. ACB ლიგა დეკადის საუკეთესო კალათბურთელს Twitter-ზე გამოკითხვის სახით გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მოხვდა ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორებიც არიან: ლუკა დონჩიჩი, ანტე ტომიჩი, ფაკუნდო კამპაცო, ბოიან დუბლევიჩი, ნიკოლა მიროტიჩი და სხვა. პირველ წრეში შენგელიას მეტოქე "რეალ მადრიდის" კალათბურთელი, ჯეისი ქეროლი იქნება - გამოკითხვა სტარტს ზეგ, 7 იანვარს აიღებს.

¡Tú eliges al MVP Movistar de la década! 🏀 16 candidatos #MVPMovistarDécada elegidos por un jurado de expertos 🗳️ Votaciones en Twitter @ACBCOM 📊 Inicio: 7 de enero ➕info http://acb.com/articulo/ver/187322Posted by ACB - Asociación Clubes Baloncesto on სამშაბათი, 05 იანვარი, 2021

სხვა სტატიები