Belive

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ესპანელთა 15-კაციანი შემადგენლობაში არც ევროლიგისა და არც NBA-ის არცერთი მოთამაშე არ არის: ბარეირო, ფერნანდესი, დიაზი, ბრისუელა (უნიკახა) ბასასი, პარა (ხუვენტუტი) კოლომი (აეკი) დიეზი (სან პაბლო ბურგოსი) გერა (ტენერიფე), ლოპეს-აროსტეგი, პრადილა (ვალენსია) საისი (ტოკიო) სალვო (გრან კანარია), სიმა (მანრესა) იუსტა (სარაგოსა).


ესპანელები პირველ ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ, 4-ში საქართველოს ესტუმრებიან, 7-ში კი რიგაში უკრაინას შეხვდებიან.

სხვა სტატიები