Belive

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტური ქართველებისათვის წარუმატებელი გამოდგა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (Liga ACB) მეორე ტურის შეხვედრაში, "სან პაბლო ბურგოსი" თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის "ბასკონიას" დაუპირისპირდა. უაღრესად დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 82:79 დასრულდა. "ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ თორნიკეს გარჯა "ბასკონიას" გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 28:10 წუთი დაჰყო და 18 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. საბოლოო ჯამში, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა. რაც შეეხება მეთ ჯენინგს, მისი მონაგარი 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტია. ჯენინგმა პარკეტზე 24:32 წუთი დაჰყო. Liga ACB-ს მეორე ტური კვლავ წარუმატებელი გამოდგა ბექა ბურჯანაძის "გიპუზკოასათვის", რომელიც ასევე დრამატულ ბრძოლაში "სარაგოსასთან" 76:73 დამარცხდა. ბექა ბურჯანაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა (6.11 წუთი) ბურჯანაძემ ამ დროის განმავლობაში, 1 მოხსნას 1 ასისტი შემატა. გიორგი შერმადინის "უნიკახას" გასვლითი მატჩი ელის. "ფუენლაბრადა" "უნიკახას" დაპირისპირება 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები