Belive

ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტრავმა მიიღო

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის G-ჯგუფის შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდება. პრინციპული დაპირისპირება ხაენში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას ფეხის ტრავმა აწუხებს და ის ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, G-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველო უკრაინას დაუპირისპირდა. თბილისში გამართული მატჩი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 88:83 დასრულდა. ესპანეთი ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და გასაკვირი არაა, რომ მარტივი გამარჯვება მოიპოვა. სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონია 65:94 დამარცხდა. ასევე იხილეთ: საქართველო 88:83 უკრაინა (მიმოხილვა)

სხვა სტატიები