Belive

Eurobasket 2021 - საქართველოს მეტოქეები ცნობილია

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
22 ივლისს, მიუნხენში Eurobasket 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. Eurobasket 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგად საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი. Eurobasket 2021-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი საქართველო, საკვალიფიკაციო ეტაპზე E-ჯგუფში იასპარეზებს. ქვეჯგუფში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთს, სერბეთსა და შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდიას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
Eurobasket 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის E-ჯგუფში ნაჩვენები რეზულტატის მიუხედავად, საქართველო გარანტირებულად იასპარეზებს Eurobasket 2021-ზე, როგორც ტურნირის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2020 წლის 17-25 თებერვალს, 2020 წლის 23 ნოემბერ - 1 დეკემბერსა და 2021 წლის 15-23 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, Eurobasket 2021-ს 4 მასპინძელი ქვეყანა ეყოლება: საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, იტალია.

სხვა სტატიები