2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულებულია.
შესარჩევი ტურის ბოლო ტურამდე ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო, გარდა 2 ნაკრებისა - ბოლო ტურში, ევროპული სარბიელის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს დანია-ლიეტუვა და ესტონეთი-ჩრდილოეთ მაკედონია დაუპირისპირდნენ, სადაც გამოირკვა, რომ Eurobasket 2022-ზე ლიეტუვა და ესტონეთი იასპარეზებენ.
ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი 24 ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული.
ტურნირს 4 მასპინძელი ქვეყანა ჰყავს, რომლებიც შესარჩევ ციკლში წარუმატებლობის შემთხვევაშიც იასპარეზებდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით კი მათ 20 ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები დაემატათ.
Eurobasket 2021-ის მასპინძელი ქვეყნები:
ჩეხეთი;
გერმანია;
იტალია;
საქართველო.
საკვალიფიკაციო ეტაპის ხარჯზე მოხვედრილი ქვეყნები:
ბელგია
ესტონეთი
საბერძნეთი
ნიდერლანდები
სლოვენია
ბოსნია & ჰერცოგოვინა
ფინეთი
უნგრეთი
პოლონეთი
ესპანეთი
ბულგარეთი
საფრანგეთი
ისრაელი
რუსეთი
თურქეთი
ხორვატია
დიდი ბრიტანეთი
ლიეტუვა
სერბეთი
უკრაინა
აქვე გეტყვით, რომ ტურნირის მასპინძელ ქვეყნებს შეუძლიათ 1 კონკრეტული ქვეყნის არჩევა, რომელიც მათ ჯგუფში იასპარეზებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ.
"ან უნდა ავირჩიოთ ისეთი ქვეყნის ნაკრები, რომელიც დიდ თანხას დახარჯვას ჩვენს ქვეყანაში, ან ისეთი, რომელსაც აუცილებლად მოვუგებთ", - აცხადებს ბოისა.
ზემოთხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ 12 მარტამდე უნდა მიიღოს, 30 მარტს კი წილისყრა გაიმართება.