Eurobasket.com-მა შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

434
ნახვა

გავლენიანმა საკალათბურთო პორტალმა, Eurobasket.com-მა, “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის (Liga ACB) 1-ელ ტურში “სარაგოსა” ანგარიშით 99:76 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 25:32 წუთში 21 ქულას, 8 მოხსნას, 6 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

თამაშის მსვლელობისას შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 31 შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო ესპანეთის პირველ ტურში.

 

(434)

Eurobasket.com-მა შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

სტატიის ავტორი
-