Belive

Eurohoops-მა მამუკელაშვილი საუკეთესოთა შორის დაასახელა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

‘ევრობასკეტ2022’-ის დაწყებას ისეთი მოლოდინითა და იმედით ვხვდებოდით, როგორც არასდროს არაფერს - სამწუხაროდ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა და ევროპირველობას გამოეთიშა.

ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ და უპრინციპულეს დაპირისპირებაში, საქართველო მონტენეგროსთან 73:81 დამარცხდა და ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.

წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე, სანდრო მამუკელაშვილი ნაკრები გუნდის ერთ-ერთ ნათელ წერტილად მოგვევლინა. A ჯგუფში მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში უყურადღებოდ არც გავლენიან საკალათბურთო პორტალს დარჩენია. Eurohoops-მა საუკეთესო 8 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც ევრობასკეტის პლეი-ოფში ვერ იასპარეზებენ. 8 რჩეულს შორის სანდრო მამუკელაშვილიც დასახელდა.


2323

"თორნიკე შენგელიას საშინელი ტრავმის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ კედლებში ასპარეზობდა, მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო. საქართველომ თანაბარი დონის მეტოქეებთან (ბელგია 76:79, ბულგარეთი 80:92, მონტენეგრო 73:81) უპრინციპულესი მატჩების მოგება ვერ შეძლო. აღნიშნულ მატჩებში განცდილი მარცხის შედეგად, საქართველომ პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა.

ქაოტურ ჯგუფურ ეტაპზე, რომელზეც ნეგატიური გავლენა თურქეთთან გამართულ მატჩში და მატჩის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა იქონია, ალექსანდრე "სანდრო" მამუკელაშვილის სახით, საქართველომ სოლიდური საყრდენი აღმოაჩინა. 23 წლის ფორვარდმა თავდაპირველად NBA-ს საზაფხულო ლიგაზე, "მილუოკი ბაქსის" რიგებში გაიბრწყინა. საშუალოდ 15.3 ქულითა და 11 მოხსნით, მამუკელაშვილი საქართველოს შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამ მაჩვენებლით მამუკელაშვილი ევრობასკეტზე მე-3 საუკეთესოა. მამუკელაშვილმა რიგ ეპიზოდებში თავი განსაკუთრებული პერფორმანსით გამოიჩინა - აღსანიშნავია, თურქეთის წინააღმდეგ ოვერტაიმში მოპოვებული დრამატული გამარჯვება, რომელშიც იგი საუკეთესო იყო".

სანდრო მამუკელაშვილის პარალელურად, Eurohoops-ის რჩეულთა შორის შემდეგი ვარსკვლავები მოხვდნენ: საშა ვეზენკოვი, დი ბუსტი (ბულგარეთი), ნურკიჩი - მუსას დუეტი (ბოსნია&ჰერცეგოვინა), კერ კრიისა (ესტონეთი), დენი ავდია (ისრაელი), ვორტი დე იონგი (ნიდერლანდები).

სხვა სტატიები