Belive

ევრობასკეტ 2022 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს FIBA-მ ევრობასკეტ 2022-ის კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილი ხდება. ილიას ზუროსის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 1-ელ სექტემბერს, ბელგიასთან გამართავს. ორ დღეში ქართველები ესპანეთს, 4-ში თურქეთს, 6-ში ბულგარეთს, 7-ში კი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ ყველა აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ზე 6 გუნდიანი ჯგუფიდან 4 პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები