Belive

ევრობასკეტი 2022 | დასრულებული საკვალიფიკაციო ტურნირი და მაკფადენის ბრწყინვალე სტატისტიკა

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საკვალიფიკაციო ტურნირი ოფიციალურად დასრულდა და ევრობასკეტზე მონაწილე ყველა ნაკრების ვინაობა ცნობილი გახდა. ევრობასკეტ 2022-ზე ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს - მათ შორის საქართველო. ევროპის 24 ნაკრები ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, მათ შორის საუკეთესო 4-4 ნაკრები კი მერვედფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება, ტურნირის გამართვის თარიღად კი 2022 წლის 1-18 სექტემბერი სახელდება. შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი ქვეჯგუფის თამაშებს საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს გარდა, თამაშები ჩეხეთში, იტალიასა და გერმანიაში გაიმართება. ევრობასკეტ 2022-ზე მონაწილე ქვეყნები: ჩეხეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისრაელი, ესპანეთი, სლოვენია, უკრაინა, რუსეთი, სერბეთი, ფინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა.
The #EuroBasket 2022 field is set ✅ Who is winning it all 🏆? 📅 September 1-18, 2022 Posted by FIBA EuroBasket on Monday, February 22, 2021
საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ, FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გუნდური და ინდივიდუალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. გუნდურ სტატისტიკაში, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მე-4 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ისეთი სახელოვანი ნაკრებები ჩამოიტოვა, როგორიცაა: ესპანეთი, ლიეტუვა და საფრანგეთი. საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, განსაკუთრებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საჯარიმო სროლებში ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა, საჯარიმო სროლები 85.8%-იანი სიზუსტით შეასრულეს (148-127) რაც საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. ინდივიდუალურ სტატისტიკაში, ტად მაკფადენმა მეორე საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მაკფადენმა საკვალიფიკაციო ტურნირის 4-შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მატჩში საშუალოდ 22.3 ქულით შეძლო თავის გამოჩენა. ამ კომპონენტში მეექვსე ადგილი დაიკავა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 6-მატჩში მიიღო მონაწილეობა - შერმადინი მატჩში საშუალოდ 19.3 ქულას აგროვებდა. საშუალო ქულების მაჩვენებლით საუკეთესო შედეგი დანიელმა გაბრიელ ლუნდბერგმა დაიკავა, რომელიც მატჩში საშუალოდ 25.3 ქულას აგროვებდა.
111

სხვა სტატიები