Belive

ევრობასკეტი 2022 | კენჭისყრის თარიღი ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა, 29 აპრილს, ბერლინში ჩატარდება. წყაროს მტკიცებით, კენჭისყრის ცერემონიალს, "Verti Music Hall"-ი უმასპინძლებს. კენჭისყრა 29 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მეოთხე კალათში, გერმანიის, უკრაინისა და ფინეთის საკალათბურთო ნაკრებებთან ერთადაა განთესილი. გერმანიაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, კენჭისყრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და მას 4 მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი და მიწვეულ პირთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.
168463565_2818304228391463_5928724042369244274_n

შეგახსენებთ, FIBA EuroBasket 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), თბილისი (საქართველო) და პრაღა (ჩეხეთი) უმასპინძლებს. ევრობასკეტის ფინალური ფაზა ბერლინში (გერმანია) გაიმართება. გერმანიასა და ლიტვას, ასევე ჩეხეთსა და პოლონეთს შორის გარიგება გასულ თვეს შედგა. FIBA EuroBasket 2022-ის კიდევ ორი მასპინძლის, საქართველოსა და იტალიის პარტნიორი ქვეყნების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე იხილეთ: ევრობასკეტი 2022 | დასრულებული საკვალიფიკაციო ტურნირი და მაკფადენის ბრწყინვალე სტატისტიკა

სხვა სტატიები