Belive

ევრობასკეტი 2022 | წილისყრის შედეგად ქვეჯგუფები დაკომპლექტდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბერლინში, “Verti Music Hall”-ში გამართული წილისყრის შედეგად, ევრობასკეტ 2022-ის ქვეჯგუფები დაკომპლექტდა. შეგახსენებთ, FIBA EuroBasket 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), თბილისი (საქართველო) და პრაღა (ჩეხეთი) უმასპინძლებს. ევრობასკეტის ფინალური ფაზა ბერლინში (გერმანია) გაიმართება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები A-ჯგუფში იასპარეზებს. აღსანიშნვია, რომ A-ჯგუფში საკმაოდ საინტერესო ნაკრებებმა მოიყარეს თავი.
A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი. B ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია. C ჯგუფი: იტალია, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი. D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, სერბეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.

11111

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველ გულშემატკივარს ევრობასკეტ 2022-ზე განსაკუთრებული მატჩების ხილვის შესაძლებლობა ექნება. თბილისი ევროლიგისა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლებს - ქართველ ფანებს კი ნამდვილი საკალათბურთო დღესასწაული ელით.

სხვა სტატიები