Belive

ევრობასკეტი თბილისში მსოფლიო ჩემპიონის მატჩით იხსნება

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

FIBA-მ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ევრობასკეტი თბილისში, მსოფლიო ჩემპიონის მატჩით იხსნება. 1 სექტემბერს, 15:30 საათზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება. ევრობასკეტის პირველ დღეს  A და B ჯგუფების მატჩები თბილისსა და კიოლნში გაიმართება. C და D ჯგუფის მატჩებს მილანი და პრაღა 2 სექტემბერს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, 1 სექტემბერს ბელგიას დაუპირისპირდება, 3 სექტემბერს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს (ესპანეთი) შეებრძოლება, ხოლო 4 სექტემბერს თურქეთს დაუპირისპირდება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 6 სექტემბერს ბულგარეთის, ხოლო 7-ში რუსეთის დამარცხებას შეეცდება.

ევრობასკეტ 2022-ის ქვეჯგუფები: A ჯგუფი: ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, ბელგია, ბულგარეთი. B ჯგუფი: საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, გერმანია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა. C ჯგუფი: საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი. D ჯგუფი: სერბეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 2011 წელს დააფიქსირა. 2011 წელს, ლიეტუვაში გამართულ ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და საბოლოოდ ასპარეზობა მე-11 პოზიციაზე დაასრულა.  

სხვა სტატიები