Belive

ევრობასკეტი | უკრაინა 90:61 დიდი ბრიტანეთი | მიმოხილვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტზე C ჯგუფში პირველი მატჩი შედგა, სადაც უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა, დიდი ბრიტანეთი 29 ქულიანი სხვაობით 90:61 გაანადგურა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ბრიტანელები ყველა მეოთხედში დაამარცხეს.

ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული უკრაინელი - სვიატოსლავ მიხალიუკი იყო, რომელიც NBA-ში "ტორონტოს" ღირსებას იცავს. 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.

სხვა სტატიები