Belive

ევრობასკეტის ბილეთების გაყიდვა 28 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“. ევრობასკეტის ბილეთების გაყიდვა  დღეს, 28 ივლისს, 19:00 საათზე,  tkt.ge-ზე  დაიწყება. გულშემატკივრისთვის სამი კატეგორიის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი: ● პირველი ორი თამაშის ბილეთები: საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს დღის პირველ ორ თამაშს. ● ბოლო თამაშის ბილეთი: საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს დღის მხოლოდ ბოლო თამაშს. ● საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშის ბილეთი – „უგულშემატკივრე საქართველოს“ – საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ევრობასკეტზე. საქართველოს ნაკრების თამაშების აბონემენტის შეძენა შესაძლებელი იქნება 28 ივლისიდან 20 აგვისტომდე. პირველ ეტაპზე გულშემატკივარს შეეძლება შეიძინოს მეორე იარუსის ბილეთები, ხოლო პირველი იარუსის ბილეთების გაყიდვა აგვისტოს თვის განმავლობაში დაიწყება. 1-ლი იარუსი – ერთი თამაშის ფასი (დღის ბოლოს თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით): 1. VIP 1 – 130-150 ლარი 2. VIP 2 – 130-150 ლარი 3. A კატეგორია – 110 ლარი მე-2 იარუსი – ერთი თამაშის ფასი (დღის ბოლოს თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით) 1. A კატეგორია – 60 ლარი 2. B კატეგორია – 50 ლარი 3. C კატეგორია – 45 ლარი 4. D კატეგორია – 40 ლარი 5. E კატეგორია – 35 ლარი 6. F კატეგორია – 20 ლარი 1-ლი იარუსი – პირველი ორი თამაშის ფასი: 1. VIP 1 – 180-230 ლარი 2. VIP 2 – 180-230 ლარი 3. A კატეგორია – 160 ლარი მე-2 იარუსი – პირველი ორი თამაშის ფასი: 1. A კატეგორია – 100 ლარი 2. B კატეგორია – 90 ლარი 3. C კატეგორია – 80 ლარი 4. D კატეგორია – 70 ლარი 5. E კატეგორია – 60 ლარი 6. F კატეგორია – 45 ლარი 1-ლი იარუსის ადგილები მიეკუთვნება VIP და A კატეგორიას, რომელიც საუკეთესოა თამაშის საყურებლად. თუმცა, პირველ იარუსზეც არის ადგილები შედარებით შეზღუდული მხედველობით, რომელიც ასახულია ფასზე. შესაბამისად, VIP და A კატეგორია იყოფა სამ ნაწილად, რომელთა ფასი 110, 130 და 150 ლარია. VIP კატეგორიის ბილეთის მფლობელებს აქვთ საშუალება გამოიყენონ აღნიშნული ზონა, სადაც მათ შეეძლებათ მიიღონ საკვები, გამაგრილებელი სასმელი და დააგემოვნონ ქართული ღვინო. მე-2 იარუსი იყოფა A-F კატეგორიებად. ფასებიც მოედნის მხედველობიდან გამომდინარე ნაწილდება – 20, 35, 40, 45, 50 და 60 ლარი. მართალია, არის გარკვეული ადგილები, შედარებით შეზღუდული მხედველობით, თუმცა მთლიანობაში ყველა მათგანი საუკეთესოა ევრობასკეტის სრულად შეგრძნებისთვის. თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი  უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:  ➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
333

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები