Belive

ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი - საფრანგეთმა თურქეთს ოვერტაიმში მოუგო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთი ოვერტაიმში ანგარიშით 87:86 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 77:77 დასრულდა.

თურქებს თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე, როცა 2 ქულით იგებდნენ, ყველაფრის დასრულება შეეძლოთ, თუმცა ოსმანმა ორი საჯარიმო ვერ ჩააგდო, შემდეგ კი ატამანის გუნდმა ბურთიც დაკარგა (ფრანგებმა არასპორტული ჯარიმა მიიღეს), რითაც მეტოქემ ისარგებლა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

საფრანგეთს 20 ქულით, 17 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით რუდი გობერმა ულიდერა. თურქეთის შემადგენლობაში კი 22 ქულით, 4 ასისტითა და 3 მოხსნით ბუგრაჰან თუნჩერი გამოირჩა.

მეოთხედფინალში საფრანგეთის მეტოქე სერბეთისა და იტალიის დაპირისპირებაში გაირკვევა.