ცსკა-მ რეალს დრამატული შეხვედრა მოუგო – შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ევროლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მოსკოვის “ცსკა” და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ. მატჩი რუსეთში გაიმართა და მასპინძელთა მინიმალური სხვაობით გამარჯვებით – 74:73 დასრულდა.

მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 27:31 წუთი გაატარა, რა მაჩვენებლითაც შეხვედრაში მეოთხე მოთამაშე გახლდათ. 29 წლის ფორვარდმა ამ დროში 15 ქულის ჩაგდება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც თავის გუნდში მეორე, მთლიანად მატჩში კი მესამე გახლდათ. ქართველი ლეგიონერის აქტივში ასევე 7 მოხსნა იყო.

ამ დრამატული შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, “ცსკა-მ” 8 მოგება დააგროვა, რომლის წილაც 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ბარსელონას” ჩამორჩება, თუმცა უახლოეს ორ მდევარ მიუნხენის “ბაიერნზე” ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. შემდეგ შეხვედრას შენგელიას გუნდი 3 დეკემბერს, ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” გამართავს.

(390)

ცსკა-მ რეალს დრამატული შეხვედრა მოუგო – შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

სტატიის ავტორი
-