Belive

ევროლიგის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულიას აკადემია იასპარეზებს

2 წლის წინ კალათბურთი
4 წთ
სპორტული გამოცემები, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიო მედია, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიცვა.  რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უმაღლესმა სპორტულმა ორგანოებმა ფაქტობრივად ყველა სპორტულ სახეობაში, რუსული კლუბები და სპორტსმენები ჩარჩოებში მოაქციეს. ამ სტატიის/სიახლის "არსებობაც" გარკვეულწილად სანქციებმა გამოიწვია, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ. 25 მარტიდან, ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდული ტურნირი - Adidas Next Generation Tournament აიღებს სტარტს, სადაც „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ მიიღებს მონაწილეობას. „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელსაც აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მიეცემა, რაც უდიდესი წარმატება და პატივია, როგორც ზაზას აკადემიისთვის, ასევე ქართული კალათბურთისა და ზოგადად ქვეყნისთვის. "Euroleague Basketball Next Generation Tournament" ყოველწლიური ტურნირია, რომელიც 2002 წლიდან იმართება და მისი გენერალური სპონსორი კომპანია Adidas-ია. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ევროპის საუკეთესო სპორტული ფრენჩაიზების 18-წლამდელთა გუნდები. 2020-2021 წლების სეზონზე, რომელსაც ვალენსია მასპინძლობდა მონაწილეობას იღებდნენ: "მიუნხენის ბაიერნი", "რეალ მადრიდი", "ცრვენა ზვეზდა", "ტოფასი", "ვალენსია", "მეგა მოზარდ ბელგრადი" და სხვა გუნდები. ტურნირის ჩემპიონი ზემოთხსენებული მადრიდული გრანდი გახდა. აკადემიის გუნდი ჩაერთვება რიგით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალაქ პატრასში, საბერძნეთი. თითო საკვალიფიკაციო ჯგუფში არის 8 გუნდი, 7 კლუბი ან აკადემია, ხოლო 1 მონაწილე აუცილებლად ”Next Generation Team”-ია, რომელიც საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგება და Adidas-ს წარმოადგენს. ყველა საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული მიღეებს გარანტირებულ ადგილს ფინალში, რომელსაც მაისის ბოლოს, გერმანიის დედაქალაქი - ბერლინი უმასპინძლებს. ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ტურნირზე რუსული "ცსკა" ჩაანაცვლა, რომელიც სანქიცებიდან გამომდინარე ტურნირიდან მოკვეთეს.
A ჯგუფი, რომელშიც ქართული გუნდი იასპარეზებს:
  • "ბარსელონა"
  • "მაკაბი თელ-ავივი"
  • "ოლიმპიაკოსი" 
  • "ზაზა ფაჩულიას აკადემია"
ზემოთხსენებულთან გამომდინარე დავუკავშირდით "ზაზა ფაჩულიას აკადემიის" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ალავიძეს.

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებისთვის და სამომავლო პერსპექტივისთვის ამ ტურნირზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ვიშრომეთ იმისათვის, რომ აღნიშნულისთვის მიგვეღწია და ძალიან სასიხარულო და პრესტიჟულია, რომ ეს ყველაფერი შევძელით."  "ორმაგად სასიხარულოა, რომ რუსები ჩავანაცვლეთ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი აკადემიის გუნდი Euroleague Basketball Next Generation Tournament-ზე მონაწილეობას მაინც შეძლებდა, თუმცა მომავალ წელს."  "ამჟამად მიმდინარეობს სელექცია, რომელიც 12 საუკეთესო კალათბურთელზე გაგვაკეთებინებს ჯანსაღ არჩევანს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველივე წელს არ ველოდებით გამარჯვებას, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ტურნირი მნიშვნელოვანია როგორც გამოცილების, ასევე ცნობადობის გაზრდის კუთხით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტურნურზე მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს საერთაშორისო სკაუტები, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, მათ გზა ეხნებათ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებისკენ." "ვინაიდან ტურნირი 18-წლამდე კალათბურთელებს შორისაა, კონკურენტ გუნდებს უმეტესად 2004 წელს დაბადებული მოთამაშეები ეყოლებათ, ჩვენს გუნდში კი არაერთ 2005 და 2006 წელს დაბადებულ სპორტსმენს შეხვდებით", - აცხადებს გიორგი ალავიძე.

სხვა სტატიები