Belive

ევროლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ბითაძე კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში "ბუდუჩნოსტი" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ლიდერს დაუპირისპირდება. "ბუდუჩნოსტი" - "რეალის" მატჩის წინ ევროლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გოგა ბითაძე კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. მე-18 ტურში, "დარუშაფაკას" წინააღმდეგ მოპოვებული დრამატული გამარჯვების (75:74) შემდეგ, "ბუდუჩნოსტი" საკუთარ კედლებში "რეალის" დამარცხებას შეეცდება. "ევროლიგის არაერთ შეხვედრაში გოგა ბითაძის ფენომენალურმა ასპარეზობამ უკვე გამოიწვია საკმაო რეზონანსი. თამაშში საშუალოდ 14.8 ქულით, 6.8 მოხსნითა და 3.3 ბლოკით გოგა ბითაძე უკვე ითვლება ევროლიგის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად. მორიგი გამოცდის ჩაბარება ქართველ ცენტრს ძლევამოსილი "რეალის" წინააღმდეგ მოუწევს. ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტულის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს "რეალის" წინააღმდეგ გამორჩეული თამაშის შემთხვევაში შეეძლება დაამტკიცოს, რომ იგი გაცილებით უფრო მაღალ სიმაღლეზეა", - აღნიშნულია ევროლიგის ვებ-გვერდზე განთავსებულ სტატიაში.

სხვა სტატიები