FIBA Eurobasket 2022-ის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი – იდეალური დროა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატში მონაწილე 24 გუნდის სიძლიერეს გადავხედოთ.
Eurobasket-ზე მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საკალათბურთო გუნდების წინასწარი შემადგენლობა უკვე გამოაქვეყნა. შესაბამისად, გულშემატკივრებსა და მიმომხილველებს საშუალება მიეცათ გაიგონ, თუ ვისი ნახვა იქნება შესაძლებელი უდიდეს სცენაზე.
- ბითაძე, მამუკელაშვილი, შენგელია – ზუროსმა ევრობასკეტისთვის შემადგენლობა დაასახელა
- მონტენეგრო თბილისში ვუიჩიჩის და ახალგაზრდა ფედორ ზუგიჩის გარეშე ჩამოვა
- ესპანეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის შემადგენლობა დაასახელა
- 4 ანტეტოკუნმპო – საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
- ევრობასკეტის ბილეთების გაყიდვა 28 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება
Eurobasket 2022-ზე, რომლის თანამასპინძელი საქართველოა, ევროპის 24 რჩეული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საკალათბურთო მიმომხილველებმა, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 24 ნაკრების რეიტინგი შეადგინეს. სიძლიერის მიხედვით შედგენილი რეიტინგის ფსკერზე (24) ნიდერლანდები აღმოჩნდა, პირველ ადგილს კი სლოვენია იკავებს. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რომელ პოზიციაზეა განთესილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები.
საქართველოს ნაკრების კუთვნილი პოზიციის ნახვის შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ობიექტური პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ რეიტინგია. ისტორია გვკარნახობს, რომ სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს – ქვეყნების რეალურ სიძლიერეს საკალათბურთო პარკეტზე ვიხილავთ.
24 – ნიდერლანდები
23 – ესტონეთი
22 – ბულგარეთი
21 – უნგრეთი
20 – დიდი ბრიტანეთი
19 – უკრაინა
18 – ბელგია
17 – მონტენეგრო
16 – ბოსნია და ჰერცეგოვინა
15 – პოლონეთი
14 – საქართველო
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მშობლიურ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე იასპარეზებს. თბილისში, სპეციალურად ევრობასკეტისათვის აშენებული საკალათბურთო არენა A-ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. აღნიშნულ არენაზე თამაშის შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს უკვე მიეცა. სადებიუტო მატჩი ისტორიული გამოდგა, რომელშიც საქართველომ ესპანეთი 82:76 დაამარცხა.
- საქართველო 82:76 ესპანეთი (მიმოხილვა)
- FIBA | ახალ არენაზე გამართულ სადებიუტო მატჩში, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
- “როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს” – სერჯიო სკარიოლო
- სკარიოლო: “საქართველო საკალათბურთო ქვეყანაა, რომელსაც შერმადინისა და შენგელიას სახით საუკეთესო მოთამაშეები ჰყავს”
გასულ თვეს, ესპანეთის დამარცხებით საქართველომ დიდებული გამარჯვების გემო უკვე იგრძნო, თუმცა, ევრობასკეტზე რადიკალურად განსხვავებული ვითარება იქნება. გოგა ბითაძე თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ტანდემს შეუერთდება, რის შემდეგაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეტევა ეყოლება.
13 – ისრაელი
12 – ფინეთი
11 – ხორვატია
10 – ჩეხეთი
9 – გერმანია
8 – იტალია
7 – თურქეთი
6 – ესპანეთი
5 – ლიეტუვა
4 – სერბეთი
3 – საბერძნეთი
2 – საფრანგეთი
1 – სლოვენია
შეგახსენებთ, საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის A-ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, “თბილისი არენაზე” გაიმართება.