Belive

FIBA-მ ანდრონიკაშვილი ევროპის ზონის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის დაასახელა!

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ (FIBA) 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის ზონის გასული საკვალიფიკაციო ფანჯრის შედეგები შეაფასადა 5 საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი გამოავლინა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ  საუკეთესოთა შორის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელი რატი ანდრონიკაშვილი მოხვდა.

რატი ანდრონიკაშვილი (მცველი)

დაბადების თარიღი: 19 მარტი, 2001 (21 წლის) სიმაღლე: 194 სმ კლუბი: "კრეიტონის უნივერსიტეტი" (აშშ-NCAA)
"საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ, ესპანეთის დამარცხებაში ანდრონიკაშვილმა მთავარი როლი შეასრულა. თბილისში, FIBA EuroBasket 2022-ის თანამასპინძლობისათვის აშენებული ახალი არენის გახსნა, საქართველომ ისტორიული გამარჯვებით აღნიშნა. ახალგაზრდა, ყოვლისმომცველი მცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს "კრეიტონის უნივერსიტეტში" გატარებული სეზონის შემდეგ დაუბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 17 ქულა დააგროვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ანდრონიკაშვილის მიერ, ოვერტაიმში იდეალურად შესრულებული 3-ქულიანები".
FIBA-ს საუკეთესო ხუთეულში, რატი ანდრონიკაშვილთან ერთად - ანდრეი იაკიმოვსკი (ჩრდილოეთ მაკედონია), ტეო მალედონი (საფრანგეთი), ხაიმე პრადილა (ესპანეთი) და როკო პრკაჩინი (ხორვატია) მოხვდა.

 

სხვა სტატიები