Belive

FIBA-მ ნოემბრის საკვალიფიკაციოს 10 საუკეთესო თამაში დაასახელა | სიაში ქართულ-ესპანური დაპირისპირებაც მოხვდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნოემბრის თვეში მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის შეხვედრები გაიმართება. ზემოთხსენებულთან დაკავშირებით FIBA-ის ვებ-გვერდმა 10 ყველაზე საინტერესო შეხვედრა დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს მონაწილეობით გასამართი მატჩიც მოხვდა. ინტერესისმომცველ შეხვედრებს შორის საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მოხვდა, რომელიც 29 ნოემბერს, ხაენში გაიმართება. "საქართველოსთან თამაში ესპანეთისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება - ქართველებს ფავორიტების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვთ. საყურადღებოა, რომ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ სერბეთის წინააღმდეგ გაიმარჯვეს", - ვკითხულობთ FIBA-ის ვებ-გვერდზე. ქართულ-ესპანური დაპირისპირება აქამდე მხოლოდ ერთხელ ყოფილა, 2013 წელს, სადაც დიდი სხვაობით, ანგარიშით - 59:83 დავმარცხდით. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ნოემბრის თვის საკვალიფიკაციო ციკლისთვის, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა. გთავაზობთ FIBA-ის მიერ გამორჩეულ ათივე შეხვედრას:
  • სერბეთი Vs. ლატვია
  • ხორვატია Vs. სლოვენია
  • დიდი ბრიტანეთი Vs. საბერძნეთი
  • შვედეთი Vs. ფინეთი
  • საფრანგეთი Vs. მონტენეგრო
  • რუსეთი Vs. იტალია
  • ბელარუსი Vs. თურქეთი
  • პოლონეთი Vs. გერმანია
  • ჩეხეთი Vs. ლიეტუვა
  • ესპანეთი Vs. საქართველო

სხვა სტატიები