Belive

FIBA-ს ჯამურ სტატისტიკებში ქართველები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროპის 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი რაუნდი დასრულდა. ამის გამო FIBA-მ მოთამაშეების სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი კალათბურთელები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ.

გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც ქართველები მოწინავე პოზიციებზე არიან:

ქულა: ორი შეხვედრის ჯამში თად მაკფადენს 51 ქულა დაუგროვდა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია, ამ მხრივ პირველ პოზიციაზე პოლონელი კალათბურთელი ეი ჯეი სლაქტერია - მისი ჯამური მონაგარი 55 ქულაა. მოხსნა: გიორგი შერმადინის შესანიშნავი ფორმიდან გამომდინარე არავის გაკვირვებია, რომ ქართველმა ორი საკვალიფიკაციო შეხვედრის შემდეგ ყველაზე მეტი, 24 მოხსნა, დააგროვა. შედეგიანი გადაცემა: ესპანელი კარლოს ალოსენი და იტალიელი მარკო სპისუ შედეგიანი გადაცემების სტატისტიკური მონაცემის სათავეში არიან, მათ 2 შეხვედრის ჯამში 18 შედეგიანი პასი გააკეთეს. ამ კრიტერიუმში ქართველ კალათბურთელებს შორის, საუკეთესო მაჩვენებელი თად მაკფადენს უფიქსირდება - 13. მარგი ქმედების კოეფიციენტი: თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ საუკეთესონი არიან. შერმადინის ჯამური მარგი ქმედების კოეფიციენტი 55-ია, მაკფადენის კი 53. ამ მხრივ მესამე საუკეთესო ქართველი ბექა ბურჯანაძეა, ორი თამაშის ჯამში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 41-ია.

სხვა სტატიები