Belive

FIBA საქართველოს ნაკრების შესახებ წერს | 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება

2 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე კვირაში იწყება. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ, შვეიცარიაში, “პარტიკ ბაუმანის საკალათბურთო სახლში”, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისათვის საკვალიფიკაციო ჯგუფების წილისყრის შედეგად საკმაოდ საინტერესო მოცემულობა მივიღეთ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე კვალიფიცირდეს. ზემოთხსენებული 8 ჯგუფიდან, რომელშიც 4 ნაკრები იქნება წარმოდგენილი, 3-3 ნაკრები გადავა შემდეგ ფაზაზე, სადაც შედგება 4 ჯგუფი, რომელიც 6-6 ქვეყნის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებით დაკომპლექტდება. შედეგად, 6-ნაკრებიანი 4 ჯგუფიდან 3-3 ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე საგზურს მოიპოვებს. საქართველოს ნაკრების ჯგუფი ასე გამოიყურება:

მიმდინარე კვირაში საკუთარ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც გამართავს. ჩვენი ოპონენტი უკრაინის ნაკრები იქნება, შეხვედრას კი სპორტის სასახლე, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს. FIBA-მ საკვალიფიკაციო ეტაპის წინ არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და თითოეულ გუნდის ირგვლივ არსებული მოვლენები შეაჯამა, გთავაზობთ მონაკვეთს საქართველოს ნაკრების შესახებ: "საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს ყოველთვის წარმატებით სძლევდა:
  • 2011 წელი: 5 მოგება 3 მარცხი
  • 2013 წელი: 6 მოგება 2 მარცხი
  • 2015 წელი: 4 მოგება 2 მარცხი
  • 2017 წელი: 5 მოგება 1 მარცხი 
  • 2022 წელი: 4 მოგება 2 მარცხი
ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ნებისმიერი ტიპის ტურნირის შესარჩევ ეტაპზე. სანაკრებო კალათბურთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამბავია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ FIBA Eurobasket 2022-ის ერთ-ერთ ჯფუს სწორედ ეს ქვეყანა მასპინძლობს. რაც შეეხება ნეგატიური ჭრილიდან დანახულ საქართველოს ნაკრებს, მოცემულობა ასეთია - წინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 5 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულეს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის მათ ჯგუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან, რაც საკმაოდ რთულ ფონს ქმნის მათთვის". ამრიგად, წინ დიდი გამოწვევებია. მიუხედავად იმისა, რომ FIBA ჩვენს ჯგუფს საკმაოდ რთულად აფასებს, ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო პოტენციალის მქონე გუნდია ევროპის მასშტაბით. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

სხვა სტატიები