Belive

გამარჯვებული ნაკრებში - შენგელიამ ბაიერნი დაამარცხა და თბილისში ჩამოდის

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

უკრაინის ნაკრებთან ხვალინდელ მატჩამდე დღეს თორნიკე შენგელიამ "ცსკა"-სთან ერთად ევროლიგაზე "ბაიერნი" დაამარცხა. მოსკოველებმა მიუნხენში გამართული მნიშვნელოვანი დაპირისპირება 77:74 მოიგეს. რაც შეეხება თორნიკეს, მან პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა (4-დან 3 საჯარიმო, 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ შენგელია თბილისში მატჩიდან რამდენიმე საათში გაემგზავრება. ის ილია ზუროსის ნაკრების დასახმარებლად მოსკოვიდან, ჩარტერული რეისით ჩამოვა. აქვე გეტყვით, რომ საქართველო ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები