Belive

განახლებული რეიტინგი - საქართველო ევრობასკეტის მე-6 ნაკრებია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA-მ 2022 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდების რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები 6 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მე-6 ადგილს იკავებს. ილია ზუროსის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც ევრობასკეტზე ისედაც გასულია, (ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა) შესარჩევ შეხვედრებში მაინც ძალიან კარგად ასპარეზობს. ქართველებს სერბეთის, ფინეთისა და შვეიცარიის ჯგუფში 4 მოგება აქვთ და ჯერ-ჯერობით დაუმარცხებლები არიან. აღსანიშნავია, რომ განახლებული რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ნაკრებებს, როგორებიც არიან: ესპანეთი, გერმანია, სლოვენია, სერბეთი და ლიეტუვა.
"საქართველო კვლავ შესანიშნავია. ერთადერთი მასპინძელი, რომელიც 4:0-ზეა. სულ ესაა," - წერს FIBA-ს ოფიციალური გვერდი.
EURO
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს ზუროსის ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება, 19-ში კი ფინეთს. ორივე დაპირისპირება თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები