Belive

გაფუჭებული სამიანები და კარგი დაცვა - ბითაძე იუტასთან

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი თამაში "ინდიანა პეისერსმა" "იუტა ჯაზთან" გამართა და 95:103 დამარცხდა. გოგა ბითაძემ მთავარი მწვრთნელისგან კვლავაც შედარებით მეტი ნდობა მიიღო და პარკეტზე 15 წუთი გაატარა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ამ დროში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგა მთელი შეხვედრის განმავლობაში რუდი გობერის წინააღმდეგ დაცვაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ 21 წლის ცენტრს სამქულიანები არ წაუვიდა. ბითაძემ "იუტასთან" 4-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძეს მოედანზე საშუალოდ გატარებულ 11 წუთში 5,1 ქულა, 2,4 მოხსნა და 1,1 დაფარება აქვს. ასევე იხილეთ: გოგას მარტივი ჩატენვა იუტასთან (ვიდეო)

სხვა სტატიები