Belive

გერმანია ნოვიცკის 14-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს!

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

გერმანიის კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლეგენდარული დირკ ნოვიცკის 14-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება ევრობასკეტის გახსნით დღეს გაიმართება. 1 სექტემბერს, ევრობასკეტის პირველ ტურში გერმანიისა და საფრანგეთის დაპირისპირება შედგება - პრინციპულ შეხვედრას კიოლნი უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე დირკ ნოვიცკის 14-ნომრიანი მაისურის ხმარებიდან ამოღების ცერემონიალი შედგება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობიდან, რომელიმე მოთამაშის მაისურის ამოღება ხდება. მსგავსი ქმედება FIBA-ს ძველი კანონმდებლობის თანახმად არ იყო შესაძლებელი. მიმდინარე წლის იანვარში ნოვიცკის 41-ნომრიანი მაისური "დალას მავერიქსმა" ხმარებიდან ამოიღო. ლეგენდარულ კალათბურთელს გერმანიის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების რიგებში არანაკლები დამსახურება აქვს - ნოვიცკის ლიდერობით, 2000 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანია ბრინჯაოს, ხოლო 2005 წლის ევრობასკეტზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ნოვიცკი გერმანიის ოლიმპიური გუნდის მედროშე გახლდათ.
"თუ ამას ვინმე იმსახურებს, ეს აუცილებლად ნოვიცკია! გერმანიის ნაკრების მაისურით თამაშზე, ის არასდროს ამბობდა უარს. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 153 შეხვედრაში, ნოვიცკიმ არაერთი გამორჩეული მომენტით დაგვამახსოვრა თავი", - აღნიშნა გერმანიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

სხვა სტატიები