Belive

გერმანიამ საკუთარ კედლებში საბერძნეთი დიდი სხვაობით დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს ევრობასკეტზე მეორე 1/4 ფინალური შეხვედრაც გაიმართა, სადაც ერთმანეთს გერმანია და საბერძნეთი დაუპირისპირდნენ.

ბერძნებმა პირველი ტაიმი გამარჯვებით დაასრულეს, თუმცა, მათი მეტოქეები მეორე ტაიმში პარკეტზე ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ და მესამე მეოთხედშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მთელი შეხვედრის განმავლობაში გერმანელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და საქმე ბოლომდე მიიყვანეს. მათი მხრიდან საუკეთესო დენის შროდერი იყო 26 ქულით. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ბერძენთა შემოდგენლობაში ყველაზე გამორჩეული იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი-ოფის შეხვედრებს გერამანია, კერძოდ ბერლინი მასპინძლობს.

საბოლოო ჯამში გერმანელებმა შეხვედრა 107:96 მოიგეს და 1/2 ფინალშიც გავიდნენ, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

ხვალ კიდევ ორი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც იტალია-საფრანგეთისა და სლოვენია-პოლონეთის წყვილები გაარკვევენ 1/2 ფინალისტების ვინაობას.

სხვა სტატიები