გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევრობასკეტის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთს 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82-69 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გერმანელთა შემადგენლობაში ტრადიციულად დენის შროდერი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულას, 6 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი. 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა იყო იოანეს ვოიტმანის ანგარიშზე.

პოლონეთს 18 ქულით, 6 მოხსნით, 3 ასისტითა და 2 ჩაჭრით მიხალ სოკოლოვსკიმ ულიდერა.

გერმანია ევროპის ჩემპიონატზე მესამე მედალს დაეუფლა – ევრობასკეტის მასპინძელთა ანგარიშზე აქამდე ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი იყო.

ტურნირის ფინალური მატჩი ესპანეთსა და საფრანგეთს შორის დღეს გაიმართება. შეხვედრა 22:30 საათზეა ჩანიშნული.

გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სტატიის ავტორი
-