Belive

გიორგი კორსანტია შეხვედრის MVP გახდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი კორსანტიამ, რომელიც საფრანგეთის რანგით მე-3 ლიგის გუნდის “კაენის” ღირსებას იცავს, სტუმრად “ბეზანსონთან” შეხვდრაში MVP-ის ტიტული დაიმსახურა. გიორგის გუნდმა მეტოქე 59:77 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატრა, კორსანტია სათადარიგო იყო და მოედანზე გასული საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 19 წუთში 11 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო და მოგროვებულ 14 ქულას 11 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. კორსანტია გამარჯვებულთაგან საერთო სარგებლიანობის ინდექსით  საუკეთესო იყო და შესაბამისად მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. საფრანგეთის მე-3 დივიზიონის 28 გუნდი ორადაა გაყოფილი. კორსანტიას “კაენი” B ჯგუფშია და 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მეორე ადგილზე იმყოფება.