Belive

გიორგი შერმადინი ACB ლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში (ACB) 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფე", "სარაგოსას" დაუპირისპირდა.  ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 25:47 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ აქტივში 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკშოტი მიითვალა. ზემოთხსენებული შედეგით გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

გიორგი შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 36 გახლდათ, რაც ACB ლიგის 24-ე ტურში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, რის გამოც ის მთელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.  "ტენერიფე" 13 მოგებითა და 8 მარცხით, სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.  

სხვა სტატიები