Belive

გიორგი შერმადინი ახალ კლუბში ითამაშებს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი ახალი სეზონიდან ახალ გუნდში ითამაშებს. შერმადინმა "უნიკახა" დატოვა და "გრან კანარიაში" გადავიდა. კანარის კუნძულების გუნდმა ქართველ კალათბურთელს 1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. "ლიგა ენდესას" გასულ სეზონში "გრან კანარია" მე-9 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი კარიერის განმავლობაში ევროლიგის ჩემპიონი ორჯერ გახდა. 2009 წელს მან "პანათინაიკოსთან" ერთად მოიგო, ხოლო 2013 წელს იგივეს გაკეთება "ოლიმპიაკოსის" შემადგენლობაში შეძლო. გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავს.

სხვა სტატიები